Wednesday, February 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა სანიტარის საქმეზე, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

February 24, 2026
პროკურატურა სანიტარის საქმეზე, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა სანიტარის საქმეზე, რომელმაც საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, 22 თებერვალს, ბრალდებულმა დედამ, კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში მშობიარობის შემდეგ, მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

„საქართველოს პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა.

ახალშობილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • 25 თებერვალს შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • რა ეღირება დოლარი და ევრო – განახლებული კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge