ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს “იმედისა” და “პოსტ ტვ-ის” დასანქცირებაზე.
“ღიმილისმომგვრელია ეს გადაწყვეტილება. ერთ-ერთ მიზეზად მაგალითად დასახელებულია ის, რომ თურმე ორივე ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, მაშინ როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევებითვე უკრაინა და მოლდოვა დასახელებულია, როგორც ევროპის ნამდვილად ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოები.
ამიტომ, აქ რაც შეიძლება ემოცია გაგვიჩნდეს, არის ის, რომ არის მცდელობა თავისუფალი, ალტერნატიული აზრის და სიტყვის ჩახშობის. სხვა ლოგიკური ახსნა ამ გადაწყვეტილება არ შეიძლება ჰქონდეს” – ამბობს ოცნების წევრი ლევან მახაშვილი პროპაგანდისტულ იმედთან, ამავე ტელევიზიისა და PosTV-ის დასანქცირებაზე.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, რუსული სასანქციო პაკეტის ფარგლებში ოცნების 2 პროპაგანდისტული მედია – Imedi და Pos TV დაასანქცირა
