Thursday, April 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

February 24, 2026
„ჩვენთვის ყოველი დღე საშინელებაა“ – როგორ ეხმაურება ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისადმი ტრამპის ულტიმატუმს?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს ომის დასრულების სერიოზული განზრახვა არ გააჩნია და პუტინი მხოლოდ სამშვიდობო პროცესის იმიტაციით ცდილობს უკრაინის პოზიციების შესუსტებას.

„რუსები თამაშობენ და ომის დასრულების სერიოზული განზრახვა არ აქვთ. ისინი თამაშობენ ტრამპთან და მთელ მსოფლიოსთან. პუტინი ფიქრობს, რომ დამაჯერებლად გამოიყურება, არა, ის ცუდი მსახიობია,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა იდეა, რომ უკრაინის მიერ დონბასის დათმობა ომს დაასრულებს. მისი თქმით, ეს „გულუბრყვილო“ წარმოდგენაა, რადგან „რუსეთის ნდობა არ შეიძლება“.

ვოლოდიმირ ზელენსკი ეწინააღმდეგება ცეცხლის მხოლოდ დროებით შეწყვეტასაც. მისი თქმით, გარანტიების გარეშე რუსეთი ამ პაუზას ძალების აღსადგენად გამოიყენებს.

„ჩვენ პაუზა არ გვჭირდება. ჩვენ ომის დასასრული გვჭირდება,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად დონალდ ტრამპის ზეწოლა უკრაინაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე რუსეთზე, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი პოზიციას შეიცვლის.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, უკრაინის ბლოკში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი დაადგინოს.

„მინდა თარიღი. ვითხოვ ამას. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ მომავალი თაობა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, როდესაც რუსეთი 50 წლით დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილი ჩაიკეტა
  • აშშ-მა ინდოეთის ოკეანეში სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა
  • “კომისიას არ აქვს ჯადოსნური ჯოხის მოქმედების პრინციპის შესაძლებლობა” – წილოსანი გაზრდილ ფასებზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge