ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს – “ყველას ერთად რომ გვასამართლებენ და 15 წლით გვემუქრებიან, მაგ საქმეზე მოსამართლედ დაგვინიშნეს ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მუშაობდა ოცნების რიგით უცნობ ექსპერტად, რომელსაც ქარდავდნენ იმედი და პოსტვ, რომელსაც გაპრავებული აქვს ოცნების უკანასკნელი წლების ყველა მავნებლობა და რომელიც, მათ შორის, საჯაროდ ითხოვდა გვარამიას 9-დან 12 წლამდე ციხეში გაშვებას
აცილებაზე უარი თქვა
პროკურატურამ ეგ ყველაფერი მოსამართლის ფიცის დადებამდე იყო; ფიცის მერე ენითაუწერელი მეტამორფოზა განიცადა ამ ადამიანმა და დედას ვფიცავართ, ობიექტურობის მეტრი გახდაო 5 წუთის წინ ყველა გაყარა გარეთ სხვა მხრივ მხიარული პროცესია
Edit: ახლა გვითხრა დავხურე სხდომაო”.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერების სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ, მედიისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის სხდომა დახურა. გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უთხრა – “ნუ აბრახუნებთ მაგ ჩაქუჩს, გთხოვთ, წაღმა-უკუღმა”
