“მართლა არ ვიცი რა გიპასუხოთ ისეთ კითხვებს სვამთ. პასუხი არ მაქვს, არ ვიცი მე, რაღაცა ხდებოდა იქ და მე არ ვიცი რატო ჩამოიღეს. არ მომწონს, მომწონს, ეს მე არ მეხება. თქვენ მოიფიქრეთ, რომ ანდრო ჭიჭინაძე ჩემთან იყოს დაკავშირებული? კულტურას ბანერების ჩამოღება არ ეხება… არა უშავს, ახალი მსახიობებიც გამოჩნდებიან” [ტვ პირველი] – ამბობს ეკა ჭიჭინაძე, რომელიც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს, ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნასა და ახალი თეატრის მსახიობების პროტესტზე.
მსახიობების ნაწილმა სოლიდარობის ნიშნად ახალი თეატრი დატოვეს. დღეს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ანდრო ჭიჭინაძემაც.
