Monday, February 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

,,ტაქტიკის კუთხით მაწყობს კიდეც, არ აიცილოთ საქმე, თქვენს მიერ განხილული ეს საქმე მიუკერძოებლობის ბარიერს ვერასდროს დაძლევს” – ადვოკატი ზვიად კორძაძე მოსამართლეს

February 23, 2026
,,ტაქტიკის კუთხით მაწყობს კიდეც, არ აიცილოთ საქმე, თქვენს მიერ განხილული ეს საქმე მიუკერძოებლობის ბარიერს ვერასდროს დაძლევს” – ადვოკატი ზვიად კორძაძე მოსამართლეს

თქვენი სიტყვებია ეს ნამდვილად?- ამ კითხვით მიმართა ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლეს, თამარ მახარობლიძეს მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ, რომელიც მის კოლეგებთან ერთად მოსამართლის აცილებას ითხოვს.

უფრო კონკრეტულად კი, სხდომის დაწყებისას გიორგი ვაშაძის ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ მოსამართლეს მის მიერ საჯარო სივრცეში კონკრეტულ პოლიტიკოსებთან და საქმეებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები წაუკითხა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ მიმართა მახარობლიძეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა კითხვით, ეკუთვნოდა თუ არა მას ის შეფასებები, რაც უფლებადამცველმა წაიკითხა.

„რაც ბატონმა ომარ ფურცელაძემ შუამდგომლობაში წარმოადგინა და რა განცხადებებიცაა გაკეთებული, ვადასტურებ რომ მე ვარ“, – განაცხადა მოსამართლე მახარობლიძემ. აღნიშნულის შემდეგ სამუშია კოლეგების შუამდგომლობას დაეთანხმა.

„წარმოუდგენელია მოსამართლე ამ გაცხადებების შემდეგ, საქმეს განიხილავდეთ. თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება რურუასთან დაკავშირებით, როგორც ადვოკატს, მეხება მეც, თურმე ცირკი მოგვიწყვია… გასაგებია, რომ მაშინ მოსამართლე არ იყავით, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ ბრალდებული პოლიტიკოსების მიმართ”, – განაცხადა სამუშიამ.

პოზიცია დააფიქსირა ადვოკატმა ზვიად კორძაძემაც.

„მოსამართლეს მყარად აქვს თავისი პოლიტიკური პოზიცია ჩამოყალიბებული და არავინ დაიჯერებს, რომ 2023 წლის შემდეგ ეს ხედვები შეეცვალა…. საიდუმლოს გაგიმხელთ, ტაქტიკის კუთხით მაწყობს კიდეც, არ აიცილოთ ეს საქმე, თქვენს მიერ განხილული ეს საქმე მიუკერძოებლობის ბარიერს ვერასდროს დაძლევს”,- განაცხადა კორძაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმის ხოფის ბაზრობასთან 1 პირი დაჭრეს
  • იანვარში კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 141%-ით გაიზარდა
  • კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23 თებერვალი – 1-ელი მარტი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge