Monday, February 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

February 23, 2026
რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით?

მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება – მიხეილ სააკაშვილის გზავნილი.

ეს არის სუფთა პოლიტიკური პროცესი – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის საქმეს.

8 ოპოზიციონერის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო – ე.წ. საბოტაჟში ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
თქვენ ახლა იხილავთ სბოტაჟის საქმეს და ამბობთ, რომ კარგსა და ცუდს შორის გარჩევა შეგიძლიათ – მიმართა საუბრის დაწყებისას მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლე, თამარ მახარობლიძეს.

2012 წლის ნოემბერში, ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა ბათუმში შეწყვიტა არსებობა, მთავრობის გადაწყვეტილებით. დაკარგა საქართველომ მილიარდობით დოლარი და განვითარების შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის. 2012 წლის ოქტომბერში დაიხურა და ეს იყო ნამდვილი საბოტაჟი, პირველი კავკასიური არხი, რომელიც რუსულენოვან მოსახლეობაში კავკასიაში ავრცელებდა ინფორმაციას. ერთ დღეში გააკეთა ივანიშვილმა, რასაც წლები აკეთებდა პუტინი”- თქვა სააკაშვილმა.

ბრალდებულმა ისაუბრა შემოვლითი გზის პროექტზე, ანაკლიის პორტზე, ლაზიკაზე, როგორც დიდ დაკარგულ შესაძლებლობაზე საქართველოსთვის.

2012 წელს გაუშვეს რუსეთის უამრავი ჯაშუში პატიმრობიდან. ეს გააკეთა ივანიშვილმა. არის თუ არა ეს საბოტაჟი? – იკითხა სააკაშვილმა.

გაუქმდა ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა. გაუქმდა მუსიკალური აკადემია ბათუმში. მთლიანად დაიბლოკა კონტრდაზვერვის მუშაობა რუსეთის მიმართულებით.

თქვენმა მთავრობამ, რომელსაც ემსახურებით, დახურა ქართული ფრთოსანი რაკეტების წარმოება. დახურა დრონების პროგრამა. ამერიკის შემდეგ ყველაზე სწრაფად განვითარებადი პროგრამა გვქონდა.

აფეთქდა საყდრისი. საბოტაჟი არ არის, რომ ქვის ჯუნგლებად არის ქცეული თბილისი, განადგურდა ბათუმი, საბოტაჟი არ არის ამდენი უცხო ჯურის ხალხის ჩამოსახლება?

მაჩალიკაშვილის კერძაიას, კიწმარიშვილის და უამრავი სხვა მკვლელობის გამოძიება დაიბლოკა. პირველი საბოტაჟი იყო რაფალიანცის მკვლელობის არგამოძიება”- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საბოტაჟი არაა, რომ აქ, სასამართლოს წინ დაიბადა ახალი ქართული მხედრიონი?! – იკითხა მესამე პრეზიდენტმა.

მისი თქმით, “მთელი თაობა არის განწირული ზვიგენის პატრონის ბნელეთისთვის”. ამ სიტუაციაში კი სააკაშვილის თქმით, “ერთადერთი გზა არის ერთიანობა”.

ამ საბოტაჟის წინააღმდეგ ყველას გვჭირდება გაერთიანება. ვიცი, რომ ზოგი ამბობს, ჩვენ ცალკე გვინდა. მტრის წინააღმდეგ, მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. ეს არ არის ჩვეულებრივი მტერი ჩვეულებრივ მტერთან შეიძლება ცალ-ცალკეც იბრძოლო.

ძალიან მაგარმა მსახიობებმა დაიცვეს თავისი კოლეგის პოსტერი. მაგრამ ამ მსახიობების ნაწილმა აქციებზე დევნეს დემონსტრანტები ჩემი პლაკატით. მე მათ მხარეს ვარ, მაგრამ რატომ აღმოჩნდნენ ცოტანი? იმიტომ, რომ მანამდე ჩემს სურათებს დასდევდნენ. მტერთან ერთიანობაა საჭირო.

აღარ ვლაპარაკობ ავტობანის ტრავმაის პროექტის განადგურებაზე. მესტიის, აჭარის, თელავის გვურაბის გაჩერებაზე.

ამ სიტუაციაში ერთადერთი გზა არის ერთიანობა. მთელი თაობა არის განწირული ზვიგენის პატრონის ბნელეთისთვის.

მოსამართლე აწყვეტინებს და მოუწოდებს, რომ სხვადასხვა თემაზე ლაპარაკი შეწყვიტოს”- აღნიშნა სააკაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23 თებერვალი – 1-ელი მარტი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge