2026 წლის იანვარში საქართველომ რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის, 4 800 ტონა თხევადი პროპანი [LPG] შეიძინა.
ეს მაჩვენებელი 2.2-ჯერ მეტია 2025 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით – ეს მონაცემები კრემლის პროპაგანდისტულმა TASS-მა საქსტატზე დაყრდნობით გააანალიზა.
“თხევადი პროპანის იმპორტმა 4,811.8 ტონა შეადგინა, რომლის ღირებულება 2.3 მილიონი დოლარია. ეს 2.2-ჯერ მეტია 2025 წლის იანვართან შედარებით და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთი თვის განმავლობაში.
საერთო ჯამში, საქართველომ გასულ წელს რუსეთიდან 39,900 ტონა აღნიშნული ნედლეული შეისყიდა, რაც წლიურად 53.2%-იან ზრდას წარმოადგენს. რუსეთი საქართველოსთვის პროპანის მთავარი მიმწოდებელია.” – წერს კრემლის მედია
