Monday, February 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ლიეტუვაში შესვლა აუკრძალეს საქართველში დაბადებულ რუს რეპერს გიო პიკას

February 23, 2026
ლიეტუვაში შესვლა აუკრძალეს საქართველში დაბადებულ რუს რეპერს გიო პიკას

ლიეტუვამ რეპერ გიო პიკას, რომელიც ვილნიუსში კონცერტის გამართვას გეგმავდა, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 2031 წლის 19 თებერვლამდე. ადგილობრივ მედიაში რეპერს „ქართველი შემსრულებელად“ მოიხსენიებენ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი დაზუსტებულია, რომ ჯიოევი რუსეთის მოქალაქეა.

„საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის წინადადებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ასევე „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ლიეტუვის რესპუბლიკის კანონის 133-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებისა და ლიეტუვის რესპუბლიკაში შესვლა აკრძალული უცხოელთა ეროვნული სიის შედგენისა და მართვის წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადისლავ კონდრატოვიჩმა, გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის მოქალაქე გეორგი ჯიოევს ლიეტუვის რესპუბლიკაში შესვლა აეკრძალა 2031 წლის 19 თებერვლამდე “, – ნათქვამია ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვილნიუსის მერმა ვალდას ბენკუნსკასმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, არ დაუშვას შემსრულებელს ლიეტუვაში შესვლა. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სულ მცირე შვიდი შემთხვევა აღნუსხა, როდესაც რეპერმა რუსეთში კონცერტი გამართა მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, აეკრძალა შემსრულებლისთვის ლიეტუვაში შესვლა.

მომღერალი ვილნიუსში 21 მარტს, Pramogų Arena-ზე გამოსვლას გეგმავდა. გამოცემა Delfi-ს ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ შემსრულეელი „დაიბადა ოსეთის რეგიონში, რომელიც ოკუპირებული იყო ომის დროს და შესაბამისად, არ შეიძლება მისი დაკავშირება რუსეთის პოლიტიკურ, კულტურულ ან იდეოლოგიურ სივრცესთან“.

ორგანიზატორებმა ის წარადგინეს, როგორც „არტისტი საქართველოდან, რომელსაც გასტროლები აქვს ევროპაში, აზიასა და შეერთებულ შტატებში“. საპრეზენტაციო მასალებში ნათქვამი იყო, რომ შემსრულებელი საჯაროდ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, გამოდიოდა ომის წინააღმდდეგ და თავის შემოქვედებაში ხაზს უსვამს ომის საწინააღმდეგო პოზიციას.

2025 წლის დეკემბერში ვარშავაში გამოსვლისას გიო პიკამ უკრაინელ დევნილების მიმართ გამოხატა მხარდაჭერა და მათ მშვიდობა უსურვა. მისი მიმართვა არ შეიცავდა პოლიტიკურ გამონათქვამებს, წერს ონლაინ გამოცემა “Вот Так” (აი, ასე )

გასული წლის ნოემბერში, ლიეტუვამ “შავ სიაში” შეიყვანა რუსი რეპერი ალიშერ მორგენშტერნი. მან სასამართლოს მიმართა, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საფრანგეთში ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა იმართება
  • ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა
  • “არა უშავს, ახალი მსახიობებიც გამოჩნდებიან” – ეკა ჭიჭინაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge