Monday, February 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში

February 23, 2026
“თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს” – შალვა პაპუაშვილი

x

“ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს – თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო.
საუკუნის წინანდელი ბრძოლის გახსენება მით უფრო აქტუალურია დღეს, როდესაც ვცხოვრობთ გლობალური თუ რეგიონული კატაკლიზმების ეპოქაში, რომლის აქტიური ფაზაც სწორედ თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით დაიწყო.

მიმდინარე დაპირისპირება გვაჩვენებს იმ საფრთხეს, რაც შეიძლება მოიტანოს ვითარების ვერ შეფასებამ, დიდი სურათის ვერ დანახვამ, გეოპოლიტიკური ინტერესისა და ძალის მქონე სახელმწიფოების განზრახვათა ვერ გაგებამ და შიდა ინსტიტუციურმა სისუსტემ. ჩამოთვლილმა და კიდევ არაერთმა ფაქტორმა განაპირობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობა. თუმცა, ამ მოკლე პერიოდმაც დაგვიტოვა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც დღესაც გვეხმარება მოვლენების სწორად გაგებაში და გადაწყვეტილებების გონივრულად მიღებაში.

დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკრების თავდადებას, როგორც პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის უმაღლეს გამოვლინებას, როგორც
მაგალითს თავგანწირვისა, თუნდაც უკვე მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში. მათი ეს თავდადება და გმირობა, გადაეფარო საკუთარ ქვეყანას უკიდურეს ვითარებაში, არასოდეს იქნება დავიწყებული. ეს არის მარო მაყაშვილის, შალვა ერისთავის და სხვათა ღვაწლი, ისევე როგორც ჩვენს დროში გიორგი ანწუხელიძის, ძმები რომელაშვილების თუ სხვა ასობით გმირის, რომელმაც სიცოცხლე დადეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ქვეყნის ერთიანობისთვის.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოებრივი სიმტკიცე, კეთილგონიერება და ძალა პოლიტიკური გზებით საფრთხეების გასამკლავებლად, რათა ვიყოლიოთ ცოცხალი იუნკრები და ცოცხალი გმირები, რათა არ დადუმდნენ სიტყვები და მათ ნაცვლად არ ალაპარაკდნენ ქვემეხები.

და მაინც, თუ ოდესმე დადგება უკიდურესი წუთი, ყოველმა ავისმსურველმა უნდა იცოდეს, საქართველო არ დანებდება და უბრძოლველად არ შეეგუება თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაკარგვას. საქართველო იბრძოლებს, როგორც იბრძოდა ყოველთვის.” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 13 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერთა ხსოვნას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “1921 წლის გმირებს შერცხვებოდათ, მარო მაყაშვილს და სხვებს შერცხვებოდათ რომ ენახათ რომ 105 წლისთავზე თქვენი ტელევიზიები, თქვენი დამფინანსებლების დავალებით ასეთი სპეკულაციით ხართ დაკავებული” – პაპუაშვილი
  • 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა – მათგან 28 ბავშვი და 164 ქვეითი
  • “თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი… რა თქმა უნდა, გიორგი ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას, ერთი მეორეს არ გამორიცხავს” – ირაკლი კობახიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge