ასტროლოგი ანა მზიანი სოციალურ ქსელში საინტერესო პროგნოზს აქვეყნებს:
ვის ელოდება საჩუქრები, ფული და სიყვარული
„22 თებერვალს ვენერა მეგობრულ კავშირშია იუპიტერთან. რეტროგრადული იუპიტერი კირჩხიბშია და ვენერა – თევზებში; ორივე მე-16 გრადუსში.
კარგი პერიოდია ზოგადად წყლის ნიშნებისთვის, შეიძლება მიიღოთ ფული, ძვირფასი საჩუქარი. შეიძლება იყოს რომანტიკული ნაცნობობა, ურთიერთობის დალაგება საყვარელ ადამიანთან. თევზებისთვის – ძვირფასი საჩუქრები და მორიელისთვის რომანტიკა უცხოეთის თემებში.
თუმცა, თუ სხვა ნიშანი ხართ და კირჩხიბის ან თევზების მე-16 გრადუსში გყავთ კეთილი პლანეტა მაინც ძალიან კარგია. სხვათა შორის, ამ დღეს მთვარე კუროშია.
ყველა წყლის ნიშანს – #კირჩხიბი , #მორიელი და #თევზები – მინდა შემოგთავაზოთ, რომ ამ დღეებში ხვალ და ზეგ და თუნდაც მაზეგაც იყიდოთ ლატარიის ბილეთი.
აზარტული თამაშებისკენ არ მოგიწოდებთ, მაგრამ თქვენ იცი… რატომ? – ვენერა არის მცირე ფული და იუპიტერი დიდი ფული, რა იცით რა ხდება და იქნებ ჯეკ პოტს იგებთ, მცირედით გარისკეთ, მე მოგებას გისურვებთ ფინანსებშიც და სიყვარულშიც“,- წერს ასტროლოგი ანა მზიანი
