კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვეს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი მსახიობებმა კახა კინწურაშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა დატოვეს – აღნიშნულის შესახებ ისინი „ფეისბუქზე“ წერენ. მათ სოციალურ ქსელში გადაწყვეტილების შესახებ იდენტური ტექსტები გამოაქვეყნეს.
“დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი.
დიდი მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც სცენაზე ვმდგარვარ.” – ვკითხულობთ მსახიობების იდენტურ განცხადებებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მსახიობმა ტასო ჭანტურიამაც დატოვა
ცნობისთვის, 20 თებერვალს, აბაშიძის თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს პატიმრობაში მყოფი მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი.
იქამდე, 19 თებერვალს ბანერი რუსთავი 2-ის გადაღებისთვის ჩამოხსნეს, რასაც მსახიობების პროტესტი მოჰყვა და ჭიჭინაძის ბანერი თეატრის ფასადზე დააბრუნეს.
