მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ რისი გაგებაც გვინდოდა, ყველაფერი თქვა, ასეც მჯეროდა, რომ იტყოდა – ამის შესახებ ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს და წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მიერ მისთვის გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს:
“დასრულდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილის დაკითხვა!!!
რა თქვა, ახლა რატომ თქვა და მაშინ რატომ არა❗️❗️❗️
ამაზე ჩემი პასუხია: მადლობა ბატონ დიმიტრის, რომ რისი გაგებაც გვინდოდა, ყველაფერი თქვა, ასეც მჯეროდა, რომ იტყოდა❗️❗️❗️
მე მჯერა, რომ მის უსაფრთხოებაზე კარგად იზრუნებენ!!!
ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩემი შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან, რომელთაც დამიდასტურეს მზაობა, რომ ყველა
დამნაშავე შესაბამისად კანონისა დაისჯება!!!!
დაველოდოთ !!!” – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში და წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მიერ მისთვის გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც წერია: “გამარჯობა ქალბატონო იზა, ვიზიარებ და ვტირი თქვენი დაკარგული შვილის გამო. მე მესმის თქვენი და არც არაფერი მწყინს. დასამალი არაფერი არ მაქვს და ბოლომდე ვიქნები თქვენს გვერდით და სიმართლეს ვიტყვი ყველგან ამაზე, არც იდარდოთ”.
