პატიმრობაში მყოფმა ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ სასამართლო პროცესზე “ქართულ ოცნებაზე “ და მის დაპატიმრებულ ლიდერებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სწორედ ის იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც მათ ამხელდა და არაერთი განცხადება ჰქონდა პროკურატურაში მათ წინააღმდეგ შეტანილი.
მისივე თქმით, პრაქტიკულად ყველა, ვისზეც ის წლების განმავლობაში ლაპარაკობდა, ახლა განსასჯელის სკამზე ზის და დიდი ალბათობით, ლილუაშვილი სწორედ მის სართულზეა მოთავსებული.
,,მე-7 თვეა პატიმარი ვარ და ტელევიზორში ვუყურებ, რაც ხდება. მე რომ საპატიმროში ვიყავი, რომ მიქაუტაძეზე რომ მე ვიძახდი კორუმპირებულია-მეთქი, მაშინ ზარქურბი ამბობდნენ, იტყუებააო, მაგან მოიგონაო, უცბად დაიჭირეს მიქაუტაძე. ღარიბაშვილი რომ მოვიდა, ვამბობდი, კრიმინალია, ამბობდნენ ხაბეიშვილი არის მასხარაო, დაიჭირეს ღარიბაშვილი. ჯუანშერი მოვიდა პარლამენტში, რაღაც სარკასტული კითხვები დაისვა, ერთ-ერთი მე ვიყავი, ვამბობდი, რომ ქურდი ხარ. ლილუაშვილზე რომ ვამბობდი ქოლცენტრები- თქო, კობახიძე და მდინარაძე ლაპარაკობდნენ, ამას კი არა კეზერაშვილს აქვს ქოლცენტრებიო. 2 წელი ზღაპრებს ლაპარაკობდნენ, ფარცხალაძეს აქვს ქოლცენტრები მეთქი და ლამის ფიზიკურად იწევდნენ პარლამენტში. ლილუაშვილს არ აქვს ქოლცენტრებიო და ჩემ სართულზეა სხვათა შორის, მეორე სართულზე ჰყავთ, სავარაუდოდ. ჩემზე ჩინი უნდა მოემატებინათ და ეთქვათ, მთავარი გამომძიებელიაო. აღებული აქვთ ჩემი განცხადებები, შპარგალკასავით და მიყვებიან ერთი-ერთში და იჭერენ. ერთ კაცზე მითხარით, რომ ლევან შეცდი, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
