ეტაპობრივად ყველას მოვთხოვ პასუხს, ის საქმის მასალები, რაც ბრალდებულებს მაკულატურა ჰგონიათ, ჩემთვის განაჩენია მათთვის, ვისი სახელი და გვარიც წერია იქ, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველას რიგითობით მოსთხოვს პასუხს და არაფრით არ ჩაეხსნება იმ ბანდას, რომელმაც შვილი მუკლა.
“აბსოლუტურად ყველას, რიგითობის მიხედვით მოვთხოვ პასუხს. ჯერ ვართ არასრულწლოვნებთან, ამათ ვადებში ვიწურებით, ამიტომ ჩემი ყურადღება გადატანილი აქეთ. აბსოლუტურად ყველას ვაგებინებ სამართლებრივად პასუხს. პოლიციას, პროკურატურას, მედპერსონასლ, ყველას რომ თავი დავანებოთ, არაფრით არ ჩავეხსნები იმ ბანდას, რომელმაც შვილი მომიკლა. იცით, რატომ? ჩემი სპეტაკი შვილი, რომლის ლექსიკონშიც ერთი უზრდელური სიტყვა არ იყო, მამაკაცის ორგანოთი მოიხსენიებს ერთი აღვირახსნილი პიროვნება იქ, როდესაც მას გაბაშვილი ემესიჯება, მეგონა მოკვდა ეს… და მამაკაცის ორგანოთი მოიხსენიებს, და სიცილის კი არა, ხარხარის სმაილიკია, სად გამექცევა? გიგა მკვლელობაში ვინც მონაწილეობდა, ჯერ რაც ირკვევა, ვფიქრობ საქმე უკვე გამოძიებულია, არის მკვლელობის დამკვეთი გოგონა და მერაბ მალანიას შვილი, ველოდებით კიდევ. ბევრმა იცოდა”, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.
