არანაირ საპროცესო გარიგებაზე წასვლას და ბრალის აღიარებას არ ვაპირებ – ამის შესახებ დაკავებულმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულმა “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელმა მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს უთხრა, რომ დააკავეს, როგორც “კრიმინალურ ავტორიტეტებს” აკავებენ – სპეცრაზმით და ძლის გამოყნებით.
“მაკავებენ როგორც კრიმინალურ ავტორიტეტს, სპეცრაზმით და ჯაჯგურით. მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ამ ქვეყანაში – “ქოლცენტრების” მხილება. ორგანიზებული ჯგუფის წევრად ვარ გამოყვანილი, არ ვიცნობ დასახლებულ პირებს, დავით მქიაძის გარდა, გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი. ანუ ჩემი დანაშაული არის ის, რომ დავით მიქაძეს ვიცნობდი და ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს ვაშუქებდი. რატომ უნდა დაიხუროს სხდომა, მე მინდა ამ ადამიანებს საჯაროდ ველაპარაკო. მესმის რომ საჯაროობა თქვენს ინტერესში არ შედის, მაგრამ მე ამ რეპუტაციით ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებ, ისევე რგოროც არანაირ აღიარებაზე, არანაირ საპროცესო გარიგებაზე, არანაირ კომპრომისზე ამ საქმეში წასვლას არ ვაპირებ, რადგან სასწორზე დევს ჩემი როგროც ჟურნალისტის სახელი და გვარი. არ ვეთანხმები სხდომის დახურვას, მინდა საჯაროობა”, – ამბობს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. გიორგი მიქაძეს კი ბრალის დადგენილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნეს.
ამავე საქმეზეა დაკავებული “ქრონიკა +”-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც.
