გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ზაჰესში, მუხათგვერდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელბში – ანანური, ციხისძირი, ზოტიკიანთკარი, ვარდი, ფიტავი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში – რუსთაველის, მირიანის, აღმაშენებლის, მამულაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნაფეტვრები, ლისი, მსხალდიდი, ნახშირგორა და მიმდებარე სოფლებში.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
