ე.წ. ქოლცენტრების საქმე – ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. რალდებულებსი პოზიცია დრეს მედიასთან მათმა ადვოკატმა გაახმოვანა.
როგორც უფლებადამცველი ირწმუნება, მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ოთარ ფარრცხალაძეს ან მიხეილ ჩოხელს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.
“გადმოგვეცა საქმის მასალები, გავეცნობით აღნიშნულ მასალებს და გაკეთდება შესაბამისი კომენტარი. თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ პოზიცია ბატონი ოთარის და ბატონი მიხეილის არის ის, რომ არანაირი კავშირი არ გააჩნიათ ამ ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმესთან. არანაირი კავშირი მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ოთარ ფარრცხალაძეს ან მიხეილ ჩოხელს არ გააჩნია. უფრო დეტალურ კომენტარს საქმის გაცნობსი შემდეგ მოგახსენებთ”, – განაცხადა ადვოკატმა.
