Thursday, February 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ძლიერი საქართველო – ლელო“ განცხადებას ავრცელებს

February 19, 2026
„ძლიერი საქართველო – ლელო“ განცხადებას ავრცელებს

„ძლიერი საქართველო – ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

„ძლიერი საქართველო – ლელო“ პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული საზოგადოების ნდობას და ნებისმიერი ტიპის ოპოზიციურ კოორდინაციას. ჩვენი მიზანი უცვლელია — ქვეყანაში მმართველი სისტემის დემოკრატიული ცვლილება მშვიდობიანად, არჩევნების გზით. თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, თითოეული ინიციატივა შევაფასოთ არა ემოციურად, არამედ სტრატეგიულად.

ვთვლით რა საჭიროდ პროდასავლური პარტიების თანამშრომლობას, შედეგზე ორიენტირებულ, პრაგმატულ აუცილებლობად, მიგვაჩნია საზოგადოებას შევთავაზოთ ალტერნატიული არჩევანი ოპოზიციაშიც.

პოლიტიკური გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს ნდობას, თანმიმდევრულობასა და შეთანხმებების შესრულების პრაქტიკას. ბოლო წლებში დემოკრატიულ ძალებს არაერთხელ შევთავაზეთ სისტემური ერთობის ფორმატები — ალტერნატიული პარლამენტის იდეა, პრეზიდენტის ქარტიის გარშემო კონსოლიდაცია, არაპარტიული ეროვნული ერთობის მოდელი. თითოეულ შემთხვევაში პროცესი შეჩერდა ან ჩაიშალა.

შედეგად მივიღეთ ის, რომ დაზიანდა იდეა და ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოების ნდობაც, სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიმართ.

ერთობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. ერთობა არის ინსტრუმენტი კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. თუ მიზანია მმართველი სისტემის დამარცხება, ამას სჭირდება ძლიერი, მრავალფეროვანი, პასუხისმგებლობიანი, დამოუკიდებელი ოპოზიციური სპექტრი.

პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს. ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით.

„ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

„ძლიერი საქართველო – ლელო“ გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი კობახიძე გიორგი ბაჩიაშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს
  • ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებს – ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით
  • საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე – ორ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge