“გენერალური პროკურორის საგამოძიებო ნაწილი იძიებს ამ საქმეს. მე როგორც ვიცი მოცულობით 20 ტომია საქმე. ამიტომ ჩემთვის უფრო ხელსაყრელია, რომ ფლეშკებზე ელექტრონულად გადავიტანო ეს მასალა და ამით ვიმუშაო, გამოძიების პერიოდშიც და სასამართლო განხილვაშიც, მაგრამ რა საფუძვლები აქვს ამ ბრალდებას ვერაფერს ვერ გეტყვით, ვიდრე არ გავეცნობი.
რომ გავეცნობი 20 ტომს 1 საათში ბუნებრივია მე პასუხი არ მექნება, არც პოზიცია არ მექნება. ბრალში საუბარია იმაზე, რომ ელისო კილაძე უკეთებდა ინფორმაციულ, ასე ვთქვათ, ხელშეწყობას, უზრუნველყოფას, მხარდაჭერას, მაგრამ მიიღო თუ არა სარგებელი ფინანსურად, მატერიალურად, არ არის ამის შესახებ ცნობილი და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა თუ არა, არც ამაზე მტკიცებულება არ არის” – განაცხადა ელისო კილაძის ადვოკატმა.
ელისო კილაძე გუშინ, ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს.
ბრალში საუბარია იმაზე, რომ ელისო კილაძე უკეთებდა ინფორმაციულ ხელშეწყობას, უზრუნველყოფას, მხარდაჭერას, მაგრამ მიიღო თუ არა სარგებელი ფინანსურად, მატერიალურად, არ არის ამის შესახებ ცნობილი
