“ძლივს შევიკავე თავი, რომ თქვენი გამოსვლისას ხმამაღლა არ გამცინებოდა… სასაცილო იყო იმის მოსმენა, თუ როგორ საუბრობს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი სიმართლესა და საერთაშორისო სამართალზე, ტერიტორიების ოკუპაციაზე, ანექსიასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.“ – მიმართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა რუსეთის ელჩს გაეროში.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ელჩის, ვასილი ნებენზიას სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სიცილისგან თავი ძლივს შეიკავა“.
გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ სიტყვით გამოსვლისას ისრაელს „ოკუპანტი ძალა“ უწოდა.
„სინანულითა და შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ისრაელი, როგორც ოკუპანტი ძალა, უშიშროების საბჭოსა და გაერო-ს რეზოლუციებს, ასევე, ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მხარდამჭერ ნიუ-იორკის დეკლარაციას არღვევს“, – აღნიშნა რუსეთის ელჩმა.
