“2026 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.6%-ით შემცირდა – საქსტატის მონაცემებით, იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 1 609.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.6%-ით ნაკლებია. ამავე ცნობით, ექსპორტი 480.4 მილიონ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.0%-ით), ხოლო იმპორტი 1 129.5 მილიონ აშშ დოლარს [შემცირდა 33.7%-ით]” – საქსტატი
“საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარში 649.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია.
2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (66.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (52.1 მლნ. აშშ დოლარი) და ყირგიზეთი (49.9 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (195.0 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (157.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.8 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (247.1 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (223.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (195.4 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 100.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 58.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები მესამე ადგილზეა 51.0 მლნ. აშშ დოლარით (10.6 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 150.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 13.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 96.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 79.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი)“ – ნათქვამია საქსტატს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
