Thursday, February 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“დრო საკმაოდ მცირეა” – მარტიდან უცხოელების დასაქმების წესი იცვლება

February 19, 2026
“დრო საკმაოდ მცირეა” – მარტიდან უცხოელების დასაქმების წესი იცვლება

შრომითი მიგრაციის ექსპერტის, იურისტ სოფიო დუღაშვილის შეფასებით, უცხოელების დასაქმების ახალი რეგულაციის ეფექტიანობისთვის, მნიშვნელოვანია, დროულად გამოქვეყნდეს კანონქვემდებარე აქტები, სადაც დამსაქმებლებისთვის მკაფიო ინსტრუქცია იქნება გაწერილი.

„დრო საკმაოდ მცირეა“, – განაცხადა სოფო დუღაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა.

1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა?
საქმე ის არის, რომ საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესი იცვლება – 1-ელი მარტიდან ძალაში შედის რეგულაციები, რომლებიც დღემდე არსებულ შედარებით ლიბერალურ მიდგომას “შრომითი საქმიანობის უფლების” მოპოვების ვალდებულებით ანაცვლებს, მაგრამ შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც “შრომითი საქმიანობის უფლების“ გამცემ უწყებად განისაზღვრა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

სოფიო დუღაშვილი მიიჩნევს, რომ სფეროს მოწესრიგება ქვეყნისთვის აუცილებელი იყო, რადგან არ არსებობს განვითარებადი ქვეყანა, სადაც უცხოელისთვის მხოლოდ ლეგიტიმური ყოფნა იყოს მუშაობის საფუძველი, მაგრამ იურისტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია დაბალანსებული მიდგომა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს შრომითი ბაზრის დაცვას და ბიზნესის უწყვეტ ფუნქციონირებას.

„თუ ადრე საქართველოში უცხოელი ექსპერტის მუშაობისთვის მხოლოდ ქვეყანაში მისი ლეგიტიმური ყოფნა იყო საკმარისი, 1-ელი მარტიდან ეს ასე აღარ იქნება. კანონი აწესებს საკმაოდ მაღალ ჯარიმებსა და კონკრეტულ ვადებს იმისთვის, თუ როგორ უნდა მივყვეთ ამ პროცესებს. კანონქვემდებარე აქტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბიზნესმა საკუთარი შიდა პოლიტიკა, პროცედურები და, ასე ვთქვათ, „შიდა სამზარეულო“ მოარგოს იმ მოთხოვნებს, რომლებიც კანონმდებლობით განისაზღვრება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს აქტები დააზუსტებს, თუ როგორ უნდა მივმართოთ უწყებას ფიზიკურად და რა საბუთები უნდა წარვადგინოთ“, – განმარტა იურისტმა

სოფიო დუღაშვილის აზრით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დღეს მტკიცების ტვირთი უკვე დამსაქმებლებზე და თავად იმ დასაქმებულებზე გადადის, რომლებიც „შრომის უფლების ნებართვის“ მოსაპოვებლად ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ.

„მათ უნდა დაასაბუთონ საკუთარი პროფესიის დეფიციტურობა და მნიშვნელობა საქართველოსთვის. ამასთანავე, დამსაქმებელმა უნდა დაამტკიცოს, თუ რატომ არის ესა თუ ის პირი მნიშვნელოვანი კონკრეტული ბიზნესისთვის ადგილობრივ შრომის ბაზართან შეფარდებით. ვიცით, რომ ამ კანონს თან ახლავს ღირებული განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურადაა აღწერილი რეფორმის მიზნები. პროცესი ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო, როდესაც დამსაქმებლებს სპეციალური პორტალის საშუალებით უცხოელი თანამშრომლების აღრიცხვა დაევალათ, თუმცა აღრიცხვიანობის ეს ფორმა სრულ სურათს ვერ იძლეოდა, მათ შორის, საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებითაც. რეფორმის ფარგლებში შემოღებული ახალი სამართლებრივი ჩარჩო სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად… მიუხედავად იმისა, რომ მტკიცების ტვირთი განმცხადებელზეა, ბიზნესს მაინც სჭირდება სრული სურათი, რათა შიდა პროცესები მოარგოს კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ წესებს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ექსპატებთან და მათ პერიოდულად იწვევენ საქართველოში კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად. ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ რეგულაცია ეხება არა მხოლოდ მუდმივ თანამშრომლებს, არამედ მოწვეულ კონსულტანტებსაც – ნებართვის აღება მათ შემთხვევაშიც სავალდებულო იქნება.

ვფიქრობ, ყველა პროცედურული დეტალის ცოდნა გადამწყვეტია. არ მგონია, ეს წესები რადიკალურად განსხვავდებოდეს იმ პრაქტიკისგან, რაც ამ ტიპის ორგანიზაციებს უკვე აქვთ, თუმცა გარკვეული მოდიფიკაცია მაინც მოხდება. დრო საკმაოდ მცირეა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული მიდგომა: ერთი მხრივ, სახელმწიფო რეგულირება და, მეორე მხრივ, ეკონომიკისა და ბიზნესის შეუფერხებელი ოპერირება, რათა ეს ბალანსი არ დაირღვეს“, – განაცხადა იურისტმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში სოფიო დუღაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მართალია, ცვლილებები ადგილობრივი ბაზრის დაცვასა და გაძლიერებას ემსახურება, პრაქტიკაში არსებობს სპეციფიკური ინდუსტრიული სექტორები, სადაც ლოკალური შრომითი რესურსი სრულად ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნებსა და გამოწვევებს. ამდენად, მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში კვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და დასაქმება დამატებითი ღირებულების მომტანია.

“ცოდნა-გამოცდილების გაზიარების კუთხით, როდესაც ექსპერტი ჩამოდის საქართველოში, მას უწევს ლოკალურ, ადგილობრივ შრომით დასაქმებულებთან ერთად შრომა და იმხელა და ისეთი დიდი დოზის ცოდნა-გამოცდილების გაზიარება ხდება, რომ რაღაცნაირად ეს ქართველებიც მერე უფრო ექსპერტებად გვევლინებიან. ამ მხრივ, ეს რა თქმა უნდა, დოვლათის მომტანია“, – თქვა შრომითი მიგრაციის ექსპერტმა.

„წერტილის“ წამყვანის კითხვაზე – ხომ არაა მოსალოდნელი რეგულაციის გადავადება, სოფიო დუღაშვილის თქმით, ასეთი ვარაუდი არსებობს, თუმცა ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

„შეიძლება კანონქვემდებარე აქტებით დადგინდეს კონკრეტული ვადები. ეს საკითხი ცდება, სამწუხაროდ, ჩემს კომპეტენციას, თუმცა გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მეორე მხრივ, ვფლობთ ინფორმაციას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სამინისტროში მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა მან.

ასევე, იურისტი აღნიშნავს, რომ გადავადების ნაცვლად, შესაძლოა, სექტორების მიხედვით, სანქციები ეტაპობრივად ამოქმედდეს.

„არ გამოვრიცხავ, შეიძლება გადავადდეს კიდეც, შეიძლება არ გადავადდეს, მაგრამ კიდევ უფრო დამატებითი ვადებით გაიწეროს [ახალ წესზე] უფრო მორგების პერიოდი ან ეგრევე დაჯარიმებები არ იყოს“, – განაცხადა იურისტმა.

რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? – “წერტილი დავუსვათ ლოდინს და ვისურვოთ, რომ უახლოესი ერთი-ორი კვირის განმავლობაში მეტი კონკრეტული დეტალი გახდეს ცნობილი. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ბიზნესმა მარტივად შეძლოს თავის შიდა პოლიტიკასა და პროცედურებში იმ ნაბიჯების ასახვა, რომლებიც პირველი მარტიდან უცხოელთა დასაქმების ახალ წესებს უკავშირდება. ჩვენი მიზანია, ბიზნესმა შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება და ეს უწყვეტი ჯაჭვი არ დაირღვეს”, – ასე უპასუხა სოფიო დუღაშვილმა ჟურნალისტის ბოლო კითხვას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რატომ გახდა იანვარში ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორი და რომელი პროდუქციის გაყიდვამ დაამყარა რეკორდი?
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე – ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • “სასაცილოა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოსმენა საერთაშორისო სამართლისა და ოკუპაციის შესახებ” – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge