თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის და სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ სხვა პირების პროცესი გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე და მოდავე მხარეები იმ ექსპერტს მოუსმენენ, რომელმაც განაცხადა, რომ ღობე დაზიანდა ფიზიკური ძალის ზემოქმედებით.
“ღობის დაზიანებასთან დაკავშირებით ისაუბრებს ექსპერტი, რომელმაც მის მიერ გაცემულ ორ ექსპერტიზის დასკვნაში განმარტა, რომ ღობე დაზიანდა ფიზიკური ძალის ზემოქმედებით და რომ ღობეს ჭრის კვალი არ აღენიშნებოდა.
ხამუთი ღობეს არ ჰქონია, ეს იყო რკინის დეტალი, რომელიც ღობის შემადგენელი ნაწილი იყო,” – განაცხადა საქმის პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა.
ამ დროისთვის, უცნობია დაესწრება თუ არა სხდომას ყველა ბრალდებული.
