გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. მაღალმთიან რაიონებში ნავარაუდევია თოვლი და ქარბუქი, რომელიც დღის ბოლომდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 10-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – შიდა ქართლში 8-10 გრადუსი, კახეთის რეგიონში კი 13-15 გრადუსი.
დედაქალაქშიც მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების ქარი დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება, ჰაერის ტემპერატურა კი 10–11 გრადუსს იქნება. სინოპტიკოსები ხვალ და ზეგ ამინდის გაუმჯობესებას და შესაბამისად ტემპერატურის მომატებას ვარაუდობენ.
