Thursday, February 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

February 19, 2026
“ცხადია, ამის რისკი მუდმივად არსებობს…” – რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო პოსტს გვიზიარებს, რომელიც გულმკერდის აუსკულტაციას („ფილტვების მოსმენას“) ეხება.

„ჩვენთან ადამიანებს გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ გულმკერდის აუსკულტაციისგან („ფილტვების მოსმენა“). ჩვეულებრივი პრაქტიკაა მეზობელი, ახლობელი ექიმისთვის „ფილტვის მოსმენის“ თხოვნა. შემდეგ, თუ ეტყვიან, რომ „ფილტვები სუფთაა“, ადამიანი სრულიად მშვიდდება და აღარ იწუხებს თავს საჭირო კვლევებით.

არაერთ პაციენტს, რომელსაც აშკარად ჭირდება ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ ეგ უთქვამს, რომ მეზობელ ექიმს „მოასმენინა“ და ყველაფერი კარგად იყო.

გულმკერდის აუსკულტაცია, ანუ „მოსმენა“, რა თქმა უნდა, დღემდე რჩება სასუნთქი გზების სიმპტომების მქონე პაციენტის შეფასების ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) მნიშვნელოვან საშუალებად. მაგრამ უამრავი ისეთი შემთხვევაა, როცა ექიმის ყურმა (თუნდაც გამოცდილმა) შეიძლება საერთოდ ვერ დაიჭიროს ის ცვლილებები, რაც შეიძლება მძიმე დაავადებას უკავშირდებოდეს. ამის ნათელი მაგალითი იყო კოვიდის დროს დამძიმებული პაციენტები, სუნთქვის უკმარისობით, რომლებსაც ხშირად „ფილტვის მოსმენით“ ფაქტიურად ნორმა ქონდათ.

პნევმონიის (ფილტვის ანთება) საწყის ეტაპზე, ასევე ფილტვის მთელი რიგი მძიმე დაავადებების დროს „მოსმენით“ შეიძლება არაფერი გამოიკვეთოს და ზუსტად ამ დროს არის გართულებების მაღალი რისკი – პაციენტი მშვიდადაა, რადგან „ფილტვებზე მოუსმინეს და არაფერია“ და თუ სხვა ექიმი ურჩევს, რომ ლაბორატორიული კვლევები და რენტგენი ჭირდება, ეს არ მოწონს და არ იკეთებს.

მოკლედ, სამწუხაროდ, ხშირად პაციენტის შესახებ ინფორმაცია კომპლექსურად გვჭირდება და ერთი, კონტექსტიდან ამოვარდნილი „ფილტვის მოსმენით“ დიაგნოზი შეიძლება ვერ დაისვას“,- წერს ბუწაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
  • ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა – ავარია თბილისში
  • 19 თებერვალს შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge