თბილისში, აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 3 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთი მანქანა გზის გამყოფ ბორდიურზეა ავარდნილი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სასწრაფოსა და პოლიციის ჯგუფები.
