2026 წლის გაზაფხულის დასაწყისი არაერთი სიახლითა და საინტერესო ცვლილებით გაგვახარებს. ბევრ ადამიანს სასიამოვნო შეხვედრები, საკუთარ საქმეში წარმატება და მიზნების განხორციელება ელის. მარტის თვის შუა რიცხვებში აქტიური მოქმედების პერიოდია. გახსოვდეთ, იმარჯვებს ის, ვინც მოქმედებას არ გადადებს.
შესაძლოა, ძველი იდეები მოულოდნელად კვლავ გააქტიურდეს და ის, რაც აქამდე ვერ გააკეთეთ, ახლა შეძლოთ განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ახალ ინიციატივებსა და შეთავაზებებს.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2026 წლის მარტი კუროს, ლომისა და თევზების ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი იქნება:
კურო
მარტში კუროს ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატება ელოდებათ. შესაძლოა, ამ პერიოდში შემოსავლის მიღების ახალი, დამატებით წყაროები აღმოაჩინოთ, მეტ წარმატებას მიაღწიოთ არსებულ საქმეში, დაწინაურდეთ, საინტერესო პროექტში ჩაერთოთ და განვითარდეთ. ასევე, შეიძლება, ბონუსი მიიღოთ, ძველი ვალი დაგიბრუნონ და ასე შემდეგ.
პროფესიულ სფეროშიც წარმატებული და სტაბილური პერიოდი გელოდებათ. კარგი დროა ახალი პასუხისმგებლობების აღებისა და მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევისთვის.
წინადადებები, რომლებიც თავიდან სარისკოდ მოგეჩვენებათ, კარგად განიხილეთ, თუმცა პირდაპირ უარს ნუ იტყვით. ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ ისინი, ვინც სტრატეგიულად აზროვნებენ, რისკებს აფასებენ, თუმცა არც თამამი ნაბიჯების გადადგმის ეშინიათ. თვის ბოლოს კი შესაძლებელია, გრძელვადიან გეგმებთან დაკავშირებული სასიამოვნო ამბებიც გაიგოთ.
ლომი
ლომებისთვის 2026 წლის მარტი საზოგადოებრივი აღიარებისა და პირადი გამარჯვებების თვე იქნება. თქვენი შრომა, ძალისხმევა, მონდომება შედეგს აუცილებლად გამოიღებს და დაწინაურების შესაძლებლობას მოგცემთ. ახალი თანამშრომლობა, არსებულ საქმეებში გამართლება, კარიერულ საფეხურზე დაწინაურება და თქვენი შესაძლებლობების დაფასება გელოდებათ. თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები თქვენი იდეების გაზიარებას დაიწყებენ და სტიმულს მოგცემენ.
ნუ შეგეშინდებათ ინიციატივების გამოვლენის. მარტი განსაკუთრებით ხელსაყრელია თვითგამოხატვისთვის, პრეზენტაციების მოწყობისა და აქტიური კომუნიკაციისათვის. ეს ის თვეა, როდესაც თავდაჯერებულობა ყველაზე საიმედო ,,თანამგზავრია“.
ამავდროულად, ასტროლოგები გირჩევენ, რომ იმპულსური გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ფინანსების საკითხში, მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან. პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიახლეები გაგახარებთ.
თევზები
თევზებისთვის მარტი პირადი გარღვევების თვე იქნება. შესაძლოა, ისიც კი აგიხდეთ, რაც ადრე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ და ოცნებასაც ვერ ბედავდით. ახალი საქმეები, სამსახურის შეცვლის შესაძლებლობა, სერიოზული ურთიერთობების დაწყება, ფინანსურად დაწინაურება, საკუთარი უნარების სრულად წარმოჩენა – 2026 წლის გაზაფხულის პირველი თვე არაერთ სასიამოვნო დღეს გიმზადებთ. ინტუიცია და შესაფერისი მომენტის შეგრძნების უნარი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. გარემოებები ისე დალაგდება, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებით. სწავლასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებით ასევე სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ და სიახლეების არ შეგეშინდეთ. ურთიერთობებში გულწრფელობა მთავარი გასაღები იქნება.
ასევე, 2026 წლის მარტში კარგი ფინანსური შესაძლებლობები და თანხის გონივრულად გამოყენების შესაძლებლობა გელოდებათ.
