გამომძიებლები ელისო კილაძის სახლში ჩხრეკას ატარებენ, ის დაკავებულია ჩვენებების საფუძველზე – ვალერი გელბახიანი
როგორც ელისო კილაძის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი “პირველებთან” ამბობს, ჟურნალისტს ხელბორკილები ჩვენებების საფუძველზე დაადეს, თუმცა ვისი ჩვენება გახდა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძელი, გელბახიანი ამბობს, რომ ამის შესახებ მას შემდეგ ეცოდიენბა, რაც საქმის მასალები აგდაეცემა.
“პირველების” ინფორმაციით – ელისო კილაძე გენერალურ პროკურატურაშია გადაყვანილი. “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელს ახლა კიდევ ერთი უფლებადამცველი ნათია კოტრიკაძე ხვდება. არ არის გამორიცხული, რომ ჟურნალიტს ბრალი რამდენიმე საათში წარუდგინონ და სასამართლომ დღესვე იმსჯელოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც.
რაც შეეხება დაკავებული ჟურნალისტის სახლს, იქ ახლა პროკურატურის გამომძიებლები იმყოეფებიან და ჩხრეკა მიმდინარეობს.
“არა ჩვენებების საფუძველზეა. ჯერ ჩხრეკის ოქმი არ შემდგარა, ახლა მიმდინარეობს ჩხრეკა. ყველაფერს ეძებენ 6 გამომძებელია, ერთია.
არვიცი ვისი ჩვენების საფუძელზე დაიწყო დევნა. ჯერ არ მაქვს მასალები და კომენტარს ვერ გავაკეთებ. გენერალური პროკურატუსი საგამოძიებო ეძებს, ყველაფერს ეძებენ 6 გამომძებელია, ერთია ხელმძღვანელია. არვიცი მითხრეს, რომ საინფორმაციო მხადრაჭერაა იმ პირებზე, ვინც “ქოლ-ცენტრებით” საქიანობდა”, – აცხადებს ვალერი გელბაიანი.
