Wednesday, February 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძეს უსმენენ

February 18, 2026
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძეს უსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის ფორმატში, ირაკლი კობახიძის მოსმენა მიმდინარეობს.

კობახიძე პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიიწვია.

მან დღეს შემდეგ კითხვებს უნდა უპასუხოს: – უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში; როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით; როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის, საქმიანობის მიხედვით; აქვთ თუ არა შეფასებული უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე იმყოფება საქართველოში არალეგალურად; რა ზომებს ატარებს მთავრობა არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად; რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს და რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საქართველოს 2021 − 2030 წლების მიგრაციის სტრატეგია“.

დღესვე კიდევ ერთი ინტერპალაცია გაიმართება. ფრაქციამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში კახაბერ გულედანი დაიბარა. გულედანს 25 საინტერპელაციო კითხვა გაუგზავნეს.

კითხვები მათ შორის ეხება 2025 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, რეგიონული განვითარების მიმართულების ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გამოყოფას და ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებულ პრობლემებს და რეგიონულ პროგრამებსა და პროექტებს.

ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, რეგლამენტი დებატებს ითვალისწინებს, რა დროსაც სიტყვით პარლამენტის წევრები გამოდიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი” – მეტეოროლოგის გაფრთხილება
  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმის სხდომის პარალელურად, დაპირისპირება იყო საქალაქო სასამართლოს ეზოში – რა ვითარებაა ადგილზე
  • თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია – შინაგან საქმეთა სამინისტრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge