ოზურგეთში, მანქანის აფეთქებისას 55 წლის კაცი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კაცი ავტომობილში ჯდებოდა.
ექიმების შეფასებით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.
მომხდარზე გამოძიება 19-108 განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
