“დამეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში.
ჩემს ფეისბუქს ძალიან უჭირს, 70% გამომწერიც კი ვერ ხედავს, თუ არ შემოვიდა გვერდზე.
ჩემი შვილიკოს ღირსების დაცვისთვის დიდ ომში ვარ ჩაბმული, იმაზე დიდში, ვიდრე ეს გარედან ჩანს!
მე დავუპირისპირდი:
ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს, სპეცრაზმის ექსშეფს და გიორგი გახარიას დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც კრიმინალურ პოლიციას კურატორობდა, მ ე რ ა ბ მ ა ლ ა ნ ი ა ს !
გლდანი-ნაძალადევის რაიონის მთავარ პროკურორს ლ უ კ ა გ ა მ ყ რ ე ლ ი ძ ე ს!
გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსს ი ა გ ო ტ ა ლ ა ხ ა ძ ე ს!
ნია იმნაძის ადვოკატს გიორგი ლეკიშვილს და ალექსანდრე გაბაშვილის ყოფილ ადვოკატს, გირშელ ძებნიაურს!
მკვლელების ოჯახებს!
შევაგროვე, არასრულწლოვანთა ძალადობრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ, უამრავი სამხილი და ჯგუფური ცემის ვიდეოები, რასაც ორ დღეში, ოფიციალურად გადავცემ პროკურატურას!
ამიტომ მეკითხებიან:
არ გეშინია ეკა???
პ ა ს უ ხ ი :
ჩემი ეშინოდეთ!!!
თუ გინდა მოიგო ომი, უნდა იყო უშიშარი და უკომპრომისო!!!
(გაგიკვირდებათ და, სწორედ მალანიას გამო, ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძის, როგორც დედის, თანადგომის იმედიც კი მაქვს.))
ქვაზე ინფორმაციას დაგიზუსტებთ, ჩემო თანამებრძოლნო.
გიგუნას დაკრძალვიდან, მე-3 დღეს, ფორმულას ეთერში გადიოდა სიუჟეტი ჩვენზე და მისი ნახვისას, ჩავატარე სახლში პატარა ექსპერიმენტი; მივხვდი, რომ შესაძლოა ქვით მოეკლათ გიგა და მივხვდი იმასაც, თუ სად უნდა ეპოვათ ამ შუა ქალაქში ქვა. გავედი და ვნახე, მართლაც აკლდა ერთი ქვა. იყო ღამის 11-ის ნახევარი, დავურეკე პოლიციას, მოვიდნენ, წავედით ერთად და მკვლელობის ადგილის დათვალიერებისას, ვიპოვეთ იქვე, 5-6 მეტრში.
კითხვა: რატომ არ იყო დნმ და ნიადაგის მიკრონაწილაკები ქვაზე?
პასუხი: არც ველოდით, რადგან ქვა ღია სივრცეში ეგდო თვეზე მეტ ხანს.
აქვე დავდებ, ჩვენს მიერ გადაღებულ, ქვის და იმ ღრმულის სურათებს, საიდანაც ქვა აიღეს. დააკვირდით ღრმულის სურათს, ეტყობა, რომ იქედან კარგა ხნის წინ აიღეს;
საქმის მასალებში დევს ქვის და ღრმულის ზომებიც, რომლებიც მილიმეტრის სიზუსტით ემთხვევა ერთმანეთს.
სურათები გადავიღეთ პირდაპირ, როგორც ვნახეთ, იმ ფორმაში. ზუსტი აღწერისთვის, ქვა გონებაში გადმოაბრუნეთ ზევიდან ქვევით ისე, რომ წარმოიდგინეთ ქვის ხილული ზედაპირი უნდა ჩაჯდეს ღრმულში, დაგინომრეთ უკეთ აღქმისთვის” – წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში
