Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“… ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება… ვერაა შენი საქმე კარგად, ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი, არ გრცხვენია?” – გვარამია და ნადირაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

March 28, 2022
“… ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება… ვერაა შენი საქმე კარგად, ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი, არ გრცხვენია?” – გვარამია და ნადირაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ანმა ალექ­სეი და­ნი­ლო­ვმა განაცხადა, რომ თუ დნესტრის­პი­რე­თი და სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­ან­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვას დაიწყებენ, ეს უკ­რა­ი­ნას და­ეხ­მა­რე­ბო­და. “თუ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის გა­იხ­სნე­ბა მე­ო­რე ფრონ­ტი, ეს ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო, რბი­ლად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწო­რად იქ­ცე­ვა“, – გა­ნა­ცხა­და მან.

დანილოვის განცხადებას საქართველოში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ნაწილმა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიცია გააკრიტიკა. მათ შორის იყო “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ადვოკატი ნიკა გვარამია, რომელმაც “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე დაწერა:

“დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა “დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი ორი” მოწოდებაა. თან, არავის ეს არ აწყობს, რუსეთის გარდა. ასე რომ, ყველაფერი, რაც უკრაინულადაა ნათქვამი, არც სწორია და არც სამართლიანი.

მესმის მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი, მესმის საქართველოს ხელისუფლების სრული სამარცხვინოობა, მაგრამ ამ მოწოდებას ვერ ამართლებს ვერც ერთი და ვერც მეორე, და ვერც მათი ჯამი. მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. ჩვენს ქვეყანაშიც იდგა 2008 და ამის მეათასედი დახმარებაც არ იყო. ახლა, რასაც მსოფლიო ქართულ გაკვეთილებს ეძახის და რასაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება უკრაინის ცალსახა და ერთიანი მხარდაჭერა, 2008 წელს დაღუპული ქართველი სამხედროების თუ მოქალაქეების ძვლებზეც დგას. მსოფლიოსთვის ეს შეიძლება გაკვეთილებია, ჩვენთვის კი დაკარგული სიცოცხლეები და გაუბედურებული მშობლები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, მეგობრები.

“თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით,უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დანილოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში.

„როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება”, – აღნიშნა დანილოვმა.

„საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“- დასძინა მან.

აღნიშნული პოზიციის გამო, “ნაციოანული მოძრაობის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, მაია ნადირაძე ნიკა გვარამიას დაუპირისპირდა, რის შემდეგაც პოსტის კომენტარებში ე.წ. FACEBOOK – დებატები წარიმართა:

მაია ნა­დი­რა­ძე:

“მარ­ტო ის მა­ინ­ტე­რე­სებს, რა გა­რე­მოც­ვა გყავს ასე­თი, რომ შენი ტვი­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ოპე­რი­რებს… რომ ეს ნათ­ქვა­მი “ და­ხო­ცი­ლებ­ში შე­ხი­დე­ბაა” და სხვა არა­ფე­რი…ძა­ლი­ან ვე­რი­დე­ბი შენ­თან კა­მათს, მაგ­რამ ამის გა­ტა­რე­ბა ჩემ ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა. რავი, და­ფიქ­რდი მა­ინც – ოპ­ტი­მა­ლუ­რი მო­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად “ და­ხო­ცი­ლებ­ში შე­ხი­დე­ბაა”?! “ქო­ცხრო­ვას” რომ არა­ფე­რი შე­უძ­ლია ვი­ცით, მაგ­რამ შენი ( რო­გორ­საც მე ვიც­ნობ­დი) პო­ლი­ტი­კუ­რი “გაპ­რა­ვე­ბა” რაში წე­რია, მა­გას ვე­რას­დროს მივ­ხვდე­ბი”.

ნიკა გვა­რა­მია:

“სა­ო­ცა­რი კო­მენ­ტა­რია, მაია. გმად­ლობთ. “ქო­ცხრო­ვა” რომ გყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და სა­ომ­რად მი­დი­ხარ, ეგ ცალ­კე სა­კი­თხია.

პ.ს. გა­რე­მოც­ვა ჯო­ბია შენ გა­ი­ჩი­ნო, რო­მე­ლიც გე­ტყვის რომ კან­ტის კა­ტე­გო­რი­უ­ლი იმ­პე­რა­ტი­ვე­ბით არ იღა­ღა­დო”.

მაია ნა­დი­რა­ძე:

“ჩემი შენ გი­თხა­რიო და გული მო­გი­კა­ლიო. რა­კი­ღა აგ­დე­ბუ­ლი ტონი აირ­ჩიე, კი იმ­სა­ხუ­რებ შე­სა­ბა­მი­სად გი­პა­სუ­ხო, მაგ­რამ ახლა მე­ზა­რე­ბა “უშეც­დო­მო და შე­უ­პო­ვა­რი” მებ­რძო­ლის სიმ­ბო­ლოს­თან პა­ექ­რო­ბა.ჩემი გა­რე­მოც­ვა რომ არ მოგ­წონს და სა­კუ­თა­რით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ხარ, ეგ ცალ­კე ამ­ბა­ვია…”

ნიკა გვა­რა­მია:

“არც ვა­პი­რებ ამ დის­კუ­სი­ის გაგ­რძე­ლებს. შენი კო­მენ­ტა­რის ტონს შე­ხე­დე და მერე მე­ლა­პა­რა­კე ტონ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა შენს გა­რე­მოც­ვას, არც ვი­ცო­დი თუ გყავ­და. რაც შე­ე­ხე­ბა უშეც­დო­მოს და შე­უ­პო­ვარს, უშეც­დო­მო არა­ვინ არაა, შე­უ­პო­ვა­რი ნამ­დვი­ლად ვარ. აი, შენ სად ხარ და რა ხარ, სხვე­ბის ჭკუ­ის დამ­რი­გებ­ლის გარ­და, მა­გა­ში გა­ერ­კვიე და მერე და­ა­რი­გე ჭკუა სხვებს და მო­თხო­ვე მოქ­მე­დე­ბა, სა­კუ­თარ ტახ­ტზე მო­კა­ლა­თე­ბულ­მა”.

მაია ნა­დი­რა­ძე:

“უი­მეე, სად გინ­და რომ ვიყო?! ოდეს­მე რა­მე­ზე უკან და­მი­ხე­ვია? რე­ებს წერ? შენ რო­გორ მე­უბ­ნე­ბი მა­გას, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი იცი ჩემ­ზე?! შენ ხარ სა­ერ­თოდ?! ალ­ბათ სხვა წერს შენს მა­გივ­რად, იმი­ტომ რომ წე­სით უნდა იცო­დე, კან­ტის იმ­პე­რა­ტი­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბი დამ­რი­გე­ბულ ან კა­ტე­გო­რი­ულ ტონს კი არ ნიშ­ნავს, არა­მედ მო­რალს, რო­გორც იმ­პე­რა­ტი­ულ კა­ტე­გო­რი­ას ცხოვ­რე­ბა­ში. ეს რომ აღარ გახ­სოვს იმი­ტომ ვართ იქ სა­დაც ვართ”.

ნიკა გვა­რა­მია:

“არ ვა­პი­რებ მაია დის­კუ­სი­ის გაგ­რძე­ლე­ბას. ჩემი შენ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და ყვე­ლა­ფერ იმის გამო, რაც ერ­თად გაგ­ვივ­ლია. კან­ტი მე წა­კი­თხუ­ლი მაქვს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე. მო­ყო­ლით არ ვიცი. ვერ ვი­ტყო­დი, რომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი, ისე…”

მაია ნა­დი­რა­ძე:

“ნუ, ხი­და­შე­ლი- მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი – ბე­სე­ლია – ხუ­ხაშ­ვი­ლის და იგე­ნის კიდო დო­ნეს ვერ ვქა­ჩავ, მარა უინ­ტე­ლექ­ტო­ბას არ უჩი­ვი­ან. უბ­რა­ლოდ, მა­გათ­სა­ვით კრა­მი­ტებს ვერ ლე­წა­ვენ. თქვენ­სა­ვით მეც კი მყავს ხიხო და­მარ­ცხე­ბუ­ლი”.

ნიკა გვა­რა­მია:

“შენ ვის დო­ნეს ქა­ჩავ, რაზე არ და­გი­ხე­ვია და ვინ და­გი­მარ­ცხე­ბია, კი­დევ რა გა­გი­კე­თე­ბია, ეგ არა­ვინ იცის, მას მერე, რაც სად იყო და სად არა, ენერ­გე­ტი­კის რე­გუ­ლი­რე­ბის დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­დი. თბილ სახ­ლში ზი­ხარ, კომბლებს თლი და ჭერ­ში აწყობ. კი­დევ მო­რა­ლის­ტობ გა­უ­თა­ვებ­ლად და, ში­გა­და­შიგ, ტრამ­პი რა დი­დე­ბუ­ლია, ამ ბოდ­ვას ავი­თა­რებ. მო­კი­თხვა ბა­ი­დე­ნის­გან და იმათ­გან, ვინც შე­უ­პოვ­რად იბ­რძვის და დი­ვა­ნის სი­მაღ­ლი­დან არ გად­მო­ყუ­რებს სამ­ყა­როს”.

მაია ნა­დი­რა­ძე:

“ჰოო, ვე­რაა შენი საქ­მე კარ­გად. ვეჭ­ვობ­დი, მაგ­რამ ასეთს არც მო­ვე­ლო­დი.უბ­რა­ლოდ, არ გრცხვე­ნია? ეს რე­ე­ბი და­წე­რე?”

ნიკა გვა­რა­მია:

“შენ პირ­ველ კო­მენ­ტარს მი­უბ­რუნ­დი, მერე და­ნარ­ჩე­ნებს გა­და­ხე­დე და სირ­ცხვილ­ზე მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ. მსგავ­სი ჩემ­თვის კაი ხა­ნია არა­ვის მო­უ­წე­რია. “მარ­ტო ის მა­ინ­ტე­რე­სებს, რა გა­რე­მოც­ვა გყავს ასე­თი, რომ შენი ტვი­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ოპე­რი­რებს … შენი ( რო­გორ­საც მე ვიც­ნობ­დი) პო­ლი­ტი­კუ­რი გაპ­რა­ვე­ბა რაში წე­რია, მა­გას ვე­რას­დროს მივ­ხვდე­ბი…. ახლა მე­ზა­რე­ბა “უშეც­დო­მო და შე­უ­პო­ვა­რი” მებ­რძო­ლის სიმ­ბო­ლოს­თან პა­ექ­რო­ბა. თქცვენ­სა­ვით მეც და­ვამრცხე ხიხო”, ამე­ე­ბის მომ­წერ­თან, პა­ექ­რო­ბის კი არა, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბას არ ვა­პი­რებ სა­ერ­თოდ.

P.S. “ჰოო, ვე­რაა შენი საქ­მე კარ­გად. ვეჭ­ვობ­დი, მაგ­რამ ასეთს არც მო­ვე­ლო­დი”. აქ სა­ერ­თოდ კო­მენ­ტა­რიც ზედ­მე­ტია. რა­ღა­ზე უნდა გე­ლა­პა­რა­კო ან რა­ტომ?”

 

"... ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება... ვერაა შენი საქმე კარგად, ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი, არ გრცხვენია?" - გვარამია და ნადირაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "... ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება... ვერაა შენი საქმე კარგად, ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი, არ გრცხვენია?" - გვარამია და ნადირაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "... ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება... ვერაა შენი საქმე კარგად, ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი, არ გრცხვენია?" - გვარამია და ნადირაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "... ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება... ვერაა შენი საქმე კარგად, ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი, არ გრცხვენია?" - გვარამია და ნადირაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "... ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება... ვერაა შენი საქმე კარგად, ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი, არ გრცხვენია?" - გვარამია და ნადირაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "... ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება... ვერაა შენი საქმე კარგად, ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი, არ გრცხვენია?" - გვარამია და ნადირაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ"... ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება... ვერაა შენი საქმე კარგად, ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი, არ გრცხვენია?" - გვარამია და ნადირაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "... ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება... ვერაა შენი საქმე კარგად, ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი, არ გრცხვენია?" - გვარამია და ნადირაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "... ამის გატარება ჩემ ძალებს აღემატება... ვერაა შენი საქმე კარგად, ვეჭვობდი, მაგრამ ასეთს არც მოველოდი, არ გრცხვენია?" - გვარამია და ნადირაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენ ვდგავართ საქართველოს სადარაჯოზე, ჩვენ ვდგავართ ჩვენი სინდისის პატიმრების გათავისუფლების ხაზზე!”- რატი ამაღლობელმა აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა
  • 🎥რა ხდება ამ წუთებში “ევროპის მოედანზე”, სადაც აქცია ლოზუნგით: “ძალა ევროპაშია” მიმდინარეობს
  • ევროპული მარშის მონაწილეებზე, სავარაუდოდ, მიგზავნილმა ტიტუშკამ თავდასხმა სცადა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge