მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1 341 105 319 ლარის ოქროული და სხვა ძვირფასეულობა აქვთ ჩადებული – ინფორმაციას ამის შესახებ BMG ავრცელებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სებ-ში წარდგენილ ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.
ამავე მონაცემებით, სალომბარდე კრედიტების პორტფელი წლიურად 34%-ით არის გაზრდილი. საერთო ჯამში კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 78%-ს სწორედ სალომბარდე სესხები შეადგენს.
