“ბატონ გოგა ხაინდრავას უნდა ვუთხრა, რა მოტივაცია შეიძლებოდა გქონოდათ მაშინ, როცა საქართველოს მე-5 პრეზიდენტს ყვავილებით მიადექით და საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მაგალითად, იარაღით და პუტჩით და პუტჩით მოიშორეთ ის ხალხი” | ასე მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ ოცნების პროპაგანდისტ გოგა ხაინდრავას რუსთავი 2-ის ეთერში მიმდინარე დებატებზე, რომლის თემაცაა “ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი”.
“შენ ხარ მატყუარა, იტყუები. იტყუები…” – უპასუხა მას ხაინდრავამ
“დავიქეცით, სამოქალაქო ომი იყო ამ ქვეყანაში, ამ დროის განმავლობაში, როცა მე-5 პრეზიდენტს ყვავილებით მიადექით, პირველ პრეზიდენტს მიადექით იარაღით, შუაში მიხეილ სააკაშვილთან თანამდებობაც კი მოიპოვეთ, როცა მიხეილ სააკაშვილს პროდასავლური კურსი ჰქონდა. რად გინდოდათ ეგ თანამდებობა. […] ყველა ამ პროცესის განმავლობაში, ასეთი ადამიანები ამას იმიტომ საუბრობენ, რომ ხელისუფლებას კოჭი გაუგორონ… მერე მაგიტოა, რომ ხელისუფლება მილიონს, 950 000 ლარს გოგა ხაინდრავას მისცემს ფილმის გადასაღებად. განა იმიტომ, რომ ტარანტინოა საქართველოსი, არა, იმიტომ, რომ აწარმოოს ისეთი პოლიტიკა, სადაც ერთ აგურს ამ ქვეყანას გამოაცლის”- კობერიძემ
