გორში, წმინდაწყლის უბანში, კაცი კორპუსის მე-8 სართულიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. ქართლის ამბების ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულია 40 წლამდე ასაკის კაცი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
