საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” ახალ კანონპროექტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს სახალხო დამცველმაც კი, “რომელიც დიდად ხალხის დაცვით არ გამოირჩევა, ჩათვალა, რომ ეს კანონი ზედმეტია.
მისივე განცხადებით, “ეს რეპრესიული კანონები არის საშუალება, რომ ყველაზე გავრცელდეს ზეწოლა”.
რეალურად, ეს რეპრესიული კანონები არის საშუალება, რომ ყველაზე გავრცელდეს რაღაც ზეწოლა და ყველას ჰქონდეს იმის განცდა, რომ არსებობს ისეთი არა დაზუსტებული ტერმინები, ისეთი ინტერპრეტაციისთვის გახსნილი კანონები, რომელიც ყველას შეიძლება ეხებოდეს და ყველა შეიძლება ხვალ ჩასვან ციხეში. ეს არის რეპრესიული კანონების ამ ზომამდე მიყვანა, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხება და ყველა მიზეზს იყენებს იმისთვის, რომ აი ამას არ გააკეთებ, მაგრამ იმას თუ გააკეთებ მაინც ჩაგსვამ ციხეში.
საინტერესოა ისიც, რომ სახალხო დამცველი, რომელიც არ გამოირჩევა დიდი ხალხის დაცვით, აქ პირველად ჩათვალა, რომ შეიძლება ეს ზედმეტი და ნამეტანი იყოს და შეიძლება გასაჩივრებას ექვემდებარებოდეს,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
