Monday, February 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რა მიზნით გეგმავს ეროვნული ბანკი რეზერვების ნაწილის ჩინეთში გადატანას – ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

February 16, 2026
რა მიზნით გეგმავს ეროვნული ბანკი რეზერვების ნაწილის ჩინეთში გადატანას – ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

ეროვნული ბანკი გეგმავს, რეზერვების ნაწილი, ოქროს შემდეგ, ჩინურ ფასიან ქაღალდებში გადაიტანოს. არგუმენტი – დივერსიფიკაციაა.

რა უნდა ეროვნულ რეზერვებს ჩინეთში? ეს კითხვა დღეს “პირველებმა” ირაკლი კობახიძეს დაუსვა. “ოცნების” პრემიერი პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს სრულად ეროვნული ბანკის პრეროგატივაა.

ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მმართველს სრულად ენდობა, რადგა უკანასკნელ ორ წელიწადში ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა უწყებამ პროგრესი აჩვენა.

მე კონკრეტულ პასუხს არ გაგცემთ ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა. მას შემდეგ, რაც მოვიდა სათავეში ახალი ხელმძღვანელობა ქალბატონი ნათია თურნავას სახით და ახალი ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი შემადგენლობის სახით, ძალიან დიდი წარმმატებით მუშაობს და რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები. მე, ზოგადად, ვაფასებ ეროვნული ბანკის საქმიანობას ყველა მიმართულებით, როგორც რეზერვების მიმართულებით, ასევე ლარის კურსის მიმართულებით, ზოგადად, მონეტარულ-ფისკალური პოლიტიკის კუთხით ეროვნული ბანკის საქმიანობა არის ძალიან წარმატებული.

მე კონკრეტულ თემებზე არ ვაკეთებ კომენტარს. ზოგადად, ვენდობი თავიდან ბოლომდე ეროვნული ბანკის საქმიანობას გამომდინარე იმ ორწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც გვაქვს ჩვენ ეროვნულ ბანკთან თანაშრომლობის კუთხით.

კითხვაზე, ხომ არ ხდება რეზერვების გატანა სანქციების შიშით, კობახიძე ასე პასუხობს”

არაფრის გვეშინია.

საკითხს უკვე მოჰყვა მწვავე პოლიტიკური შეფასებები. ხელისუფლების არგუმენტს, დივერსიფიკაციას, სკეპტიკურად უყურებს ეკონომისტების ნაწილი. მათი თქმით, ეროვნული რეზერვების ჩინურ აქტივებში გადატანა ფინანსურ და პოლიტიკურ რისკებს შეიცავს.

ჩინეთში არავინ ინახავს ფულს გარდა სანქცირებული ქვეყნებისა. სულ რაღაც მსოფლიო რეზერვების 2%-ია ივანში, დაახლოებით 2 მლრდი, აქედან 55% ეკუთვნის რუსეთს, ჩრდილოეთ კორეას, ვენესუელას, ირანს. აი, ამ კლუბში წევრიანდება საქართველოს ხელისუფლება. ფინანსურად წამგებიანია, პოლიტიკურად წამგებიანია, ვინაიდან სანქცირებულ სამეგობროში ვხვდებით. ივანიშვილის ფულის სანქციებიდან თავის არიდების მთავარი მიზანია აი, ამ ოპერაციის წამოწყება, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური იმიჯის საზიანოდ. ივანიშვილი ცდილობს ეროვნული ბანკის მეშვეობით, მისი ბიზნესის დასანქცირების შემთხვევაში, პირადი ქონების გადარჩენას და ხვალ მოვა “ქართუ” და დააკონვერტირებს მთელ თავის ფულს იუანებში და დასვამს ჩინეთში, – ამბობს რომან გოცირიძე.

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ყურადღებას ამახვილებს გრძელვადიან სტრატეგიასა და ქვეყნის საგარეო ეკონომიკურ კურსზე.

ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენი მთავრობის პოლიტიკას, არა მარტო ეკონომიკურ და მონეტარულ პოლიტიკას, არამედ ზოგადად, ისინი მკვეთრად არიან გადახრილები და აცდენილები დასავლურ ორბიტას, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით გამოიხატება, არამედ გამოიხატება ეკონომიკური მიმართულებიდან დაწყებული საინვესტიციო პროექტები, გაგრძელებული ანაკლიის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მიმართულებაც აი, ამ ორბიტაზე გადასვლის ერთ-ერთი საფეხური იყოს, – ამბობს პაატა ბაირახტარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • “აშშ-დან შემოწირულობის გამო, ComCom-მა ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო”- ნინო ჯანგირაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge