ნარკოდანაშაულში ბრალდებული, ცნობილი დიზაინერი ციხეს 9 ივნისს დატოვებს.
ინფორმაცია “tv პირველებს“ მისმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა დაუდასტურა.
ადვოკატის თქმით, დაკავებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი და 50 ათას ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.
უფლებადამცველის თქმით, დაკავებულისთვის პირობები, რომელშიც იმყოფება, აუტანელი აღმოჩნდა.
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება მხარეებს შორის. დათუნა სულიკაშვილს განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დარჩენილი ნაწილი კი იქნება პირობითად. ის 9 ივნისს დატოვებს დაწესებულებას. მას ასევე განესაზღვრა ჯარიმა, 50 ათასი ლარის ოდენობით. დათუნას პოზიციას რაც შეეხება, მისთვის აუტანელი აღმოჩნდა ის პირობები, ციხის პირობები და ასეთი ყოფა. ყოველი დღე იყო მისთვის გაუსაძლისი და ყოველ წამს და წუთს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ამიტომ პირადი კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს იყო საუკეთესო გზა, ყველაზე სწრაფად დაეტოვებინა დაწესებულება. ბრალდება ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას, 8-იდან 20 წლამდე, ან უვადოს, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ცნობისთვის, დათუნა სულიკაშვილი სამართალდამცავებმა 9 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძება-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
