ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ღამით შიმშილის დროს უშვებთ: ღამის კვებისას, უმეტეს შემთხვევაში, ვერ ახერხებებთ ემოციური და ფიზიკური შიმშილის გარჩევას. სწორედ ამ გარჩევის უუნარობა არის მთავარი შეცდომა, რომელიც იწვევს თქვენს არასწორ არჩევანს. “პროტეინ-კომბოს” სტრატეგია, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავს ჭამა აუკრძალოთ (რაც ხშირად ემოციურ შიმშილს ამძაფრებს), თქვენი მიზანი უნდა იყოს სწორი არჩევანი.
1 წესი: 10-წუთიანი პაუზა როცა შიმშილის სურვილი მოვა:
დაელოდეთ 10 წუთი. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ეს შიმშილი ნელ-ნელა მოვიდა, თუ უეცრად?
გაანალიზეთ სურვილი: მოითხოვს თუ არა ორგანიზმი კონკრეტულ საკვებს (მაგ., ჩიფსებს, ნაყინს, ნამცხვარს), თუ ნებისმიერი პროდუქტი დაგაკმაყოფილებთ? თუ სურვილი სპეციფიკურია, შიმშილი ემოციურია.
თუ შიმშილი ნამდვილად ფიზიკურია, გადადით მე-2 წესზე.
2 წესი: მაკრონუტრიენტების ბალანსი – იდეალური ღამის ხემსი, რომელიც ხელს უწყობს ძილს და ჰორმონალურ სტაბილურობას, უნდა შეიცავდეს სამივე მაკრონუტრიენტის ბალანსს: ცილა, კომპლექსური ნახშირწყალი და ჯანსაღი ცხიმი.
