Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

(ფოტო) „ეხო მასკვის“ ყოფილ რედაქტორს კართან ღორის თავი და ანტისემიტური წარწერა დაუტოვეს

March 25, 2022
(ფოტო) „ეხო მასკვის“ ყოფილ რედაქტორს კართან ღორის თავი და ანტისემიტური წარწერა დაუტოვეს

რადიოსადგურის „ეხო მასკვი“ («Эхо Москвы) ყოფილ მთავარ რედაქტორს ალექსეი ვენედიკტოვს სახლის კართან ღორის თავი, კარზე კი უკრაინის გერბი ანტისემიტური წარწერით („Judensau“ (ებრაელი ღორი) დაუტოვეს. ამის შესახებ ვენედიკტოვი საკუთარ ტელეგრამ არხის მეშვეობით იტყობინება.

ამასთან, მან  გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს მიტანის ერთ-ერთი სერვისის – Delivery Club-ის ფორმაში გამოწყობილი პირი, რომელიც კართან დატოვებულ ფაქტებს ფოტოს უღებს.

„ნოვაია გაზეტას“ (Новая Газета) ცნობით, კომპანიაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პირს მოძველებული ფორმა აცვია, რომელსაც კომპანია უკვე 2 წელია აღარ გასცემს. ამასთან, კომპანიის განცხადების თანახმად, ვენედიკტოვის საცხოვრებელი ადგილიდან შეკვეთა არ მიუღიათ.

„მათ ჩემი და ჩემი ოჯახის შეშინება გადაწყვიტეს? ჩემი, რომელიც დუდაევის ბოევიკებმა წამიყვანეს დასახვრეტად?“, – დაწერა ალექსეი ვენედიკტოვმა, მის კართან დატოვებული ღორის თავის ფოტოს აღწერაში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტის დასაწყისში “ეხო მასკვი“-ს ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ მან და მისმა ოჯახმა მუქარის შემცველი ასზე მეტი შეტყობინება მიიღეს.

(ფოტო) „ეხო მასკვის“ ყოფილ რედაქტორს კართან ღორის თავი და ანტისემიტური წარწერა დაუტოვეს

(ფოტო) „ეხო მასკვის“ ყოფილ რედაქტორს კართან ღორის თავი და ანტისემიტური წარწერა დაუტოვეს

ფოტო ვენედიკტოვის ტელეგრამ არხიდან

ინფორმაციისთვის, “ეხო მასვკი” უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიხურა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ „გაზპრომ-მედია“ (მის შემადგენლობაში შედის რადიოსადგური „ეხო მასკვი“), მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოცემა „განზრახ ცრუ ინფორმაციის ავრცელებს რუსეთის მიერ წარმოებული სპეციალური ოპერაციის შესახებ, რომელიც დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დაცვას ისახავს მიზნად“.

აღნიშნული განცხადების შემდეგ დაბლოკეს როგორც „ეხო მასკვის“, ასევე, ოპოზიციური ტელეარხ „დოჟდის“ საიტები.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
  • “პოლოლიკაშვილის მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”- კობახიძე
  • „ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია უტარდება…“ – ზუგდიდში, ავარიისას დაშავებული სამი მოზარდიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge