“მოსკოვს ესმის “ქართული ოცნების” სურვილი, დაასრულოს “დასავლური დიქტატი” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ TASS-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენისკენ ისწრაფვის. ისინი უკმაყოფილონი არიან იმ ვითარებით, როდესაც საქართველოს შიდა პოლიტიკის გარჩევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისგან პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – განაცხადა მან.
მიხეილ გალუზინის მტკიცებით, საქართველო-რუსეთის კავშირები ბუნებრივ ხასიათს ატარებს. მისი თქით, ამას საფუძვლად უდევს სულიერი ერთიანობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირები.
„ჩვენი კავშირები ბუნებრივ ხასიათს ატარებს და არა ხელოვნურად არის რუსეთიდან თავსმოხვეული, როგორც ამას დასავლეთში ცდილობენ წარმოაჩინონ. მათ საფუძვლად უდევს სულიერი ერთიანობა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირები“, – აღნიშნა დიპლომატმა.
