Monday, February 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ეს ხელისუფლება არის დასამხობი, ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება, დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია – ბაჩო ახალაია

February 16, 2026
“ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული” – რა კომენტარს აკეთებს ბაჩო ახალია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით

გახსენით სასამართლო პროცესი, რატომ უნდა დახუროთ? ჯანდაბას, ახალაია ბევრს არ უყვარს ამ ქვეყანაში, დაინახონ რა ხდება… ერთი მტკიცებულება მოიტანონ, დადონ და მე აქვე ავწევ ხელებს და ვაღიარებ! – ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ მოსამართლე ლევან გელოვანს.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული ბაჩო ახალაია.

საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე სხდომის დახურვას შუამდგომლობს. პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, სხდომის დახურვის მოტივაცია არის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები, ასევე ის, რომ საქმეში მონაწილე პირები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომელთა სახელი და გვარები საჯაროდ არ უნდა გაცხადდეს.

დაცვის მხარე კი სხდომის დახურვის წინააღმდეგია. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, ბრალდებას არ სურს, საზოგადოებამ დაინახოს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურას ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს, შესაბამისად, სხდომის დახურვის მოტივიც ეს არის. ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას შესახებ იშუამდგომლებს.

ბაჩო ახალაიას განცხადებით კი, „შეუძლია თავი დადოს“, რომ ჩანაწერი, რომელიც თითქოსდა მასსა და პაატა ბურჭულაძეს შორის საუბარს ასახავს, ყალბია. ამასთან, მისი თქმით, დასამხობია ბიძინა ივანიშვილი და დასაჭერია ყველა ის პოლიციელი, ვინც ბავშვების და ქალების წინააღმდეგ აწევს ხელს.

„ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის დასამხობი. ერთადერთი გზა ეს არის იმისთვის, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია…დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია და ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება. დასამხობი და გამოსაყრელია ყველა მისი ჩინოვნიკი კაბინეტიდან, წიხლებითაა გამოსატანი“, – განაცხადა ახალაიამ.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია, როდის დატოვებს ციხეს დათუნა სულიკაშვილი
  • ტრაგედია თელავში – ხანძარს ქალი ემსხვერპლა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge