Monday, February 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საკონსტიტუციომ მოსამართლე ხუჭუას წარდგინებები, რომლითაც ის ოცნების საკანონმდებლო ცვლილებების კონსტიტუციისთვის შეუსაბამოდ ცნობას ითხოვდა, განსახილველად არ მიიღეს

February 16, 2026
საკონსტიტუციომ მოსამართლე ხუჭუას წარდგინებები, რომლითაც ის ოცნების საკანონმდებლო ცვლილებების კონსტიტუციისთვის შეუსაბამოდ ცნობას ითხოვდა, განსახილველად არ მიიღეს

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ინფორმაციით, წარდგინებები, რომლითაც ის ოცნების საკანონმდებლო ცვლილებების კონსტიტუციისთვის შეუსაბამოდ ცნობას ითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო

“საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განჩინებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში 2025 წელს განხორციელებული ცვლილებების (განმეორებისას, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მოსამართლის ვალდებულება პირს შეუფარდოს მხოლოდ პატიმრობა, არანაკლებ მაქსიმალური ვადის ნახევრისა) კონსტიტუციასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებული მისი წარდგინებების არსებითად განსახილველად არ მიღების თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველად არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული მოსამართლის წარდგინებები იმ საფუძვლით, რომ „სადავო დანაწესი არ წარმოადგენს საქმეზე გამოსაყენებელ კანონს, რომელსაც უნდა დააფუძნოს საქმის განმხილველმა მოსამართლემ დავის სამართლებრივი გადაწყვეტა“, [IPN]- განაცხადა ხუჭუამ.

მოსამართლის განცხადებით, ის გააგრძელებს სამართლიან, მიუკერძოებელ და კანონის საფუძველზე დამყარებულ ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

2024 წლის 1 დეკემბერს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ რამდენიმე ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეაჩერა და საკონსტიტუციოს ოცნების საკანონმდებლო ცვლილებების შეუსაბამოდ ცნობისთვის მიმართა. მოსამართლე ითხოვდა, საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ ყოფილიყო ცნობილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ 2025 წელს შეტანილი ის ცვლილებები, რომელიც სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას, ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას, ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას გულისხმობს.

ხუჭუას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა და ახალი გამოცხადდა” – კახი კალაძე
  • ბათუმში ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ
  • ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ღამით შიმშილის დროს უშვებთ – ნუტრიციოლოგ ნატა გაგუას რეკომენდაციები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge