რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კვირას უპილოტო საფრენი აპარატების შეტევების შესახებ ოფიციალური განცხადებები გავრცელდა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვისკენ მომავალი 13 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა რეგიონზე მასშტაბური შეტევის შესახებ ისაუბრა.
სობიანინის ინფორმაციით, ჩამოგდებული 13 დრონი. მისი თქმით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილებზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
სააგენტო РИА Новости-ის ცნობით, „დომოდედოვოს“ აეროპორტში დროებით დაწესდა შეზღუდვები ავიარეისების მიღებასა და გაშვებაზე, თუმცა მოგვიანებით ისინი მოიხსნა.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, რეგიონი დილიდან უპილოტოების მასშტაბური შეტევის ქვეშაა და უკვე განადგურებულია 120 დრონი.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის დროით 9:00-დან 13:00 საათამდე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის, კალუგის, ტულის ოლქებსა და მოსკოვის რეგიონში 102 უკრაინული უპილოტო გაანადგურეს, მათ შორის სამი, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა.
