მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ მამუკა მდინარაძის ვიზიტი ვაშინგტონში შესაძლოა ირანის თემას უკავშირდებოდეს. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ირანი საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია, ამ თემაზე მაღალი დონის შეხვედრები ლოგიკურად მიაჩნია.
ბესელიას განცხადებით, ვიზიტის კონტექსტი დამატებით კითხვებს აჩენს და არ გამორიცხავს, რომ განხილვებს კონკრეტული პოლიტიკური გზავნილები მოჰყოლოდა.
“იმ ვითარებაში, როდესაც ახლა ერთ-ერთი ცენტრალური თემა ცივილიზებული სამყაროსთვის არის ირანის თემა, ამიტომ მდინარაძის ვიზიტი რომ უკავშირდებოდეს ამ თემას პირდაპირ, მე სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია და ვხედავ აქ გარკვეულ ბმას. შეუძლებელია შეუმჩნეველი რეაგირების გარეშე და შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების გარეშე დარჩენილიყო ან ის ვიზიტი კობახიძის, რომელიც თავის დროზე განხორციელდა და სადაც ის იდგა იმმ ადამიანების გვერდით, რომლებიც საფრთხედ არის აღქმული… ეს იქნებოდა ძალიან მკაცრი საუბარი და ასევე ვუშვებ იმასაც, რომ შესაძლოა, ამას მოჰყვეს გარკვეული ცვლილებები, გარკვეული ნაბიჯები “ოცნების” თანამდებობის პირებთან დაკავშირებით. ეს, კონკრეტულად, ვის შეეხება, როგორ შეეხება, გამოჩნდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტული მოთხოვნებიც კი დადგა დღის წესრიგში, იმდენად სახიფათოდ არის უკვე აღქმული “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა”, – ამბობს ეკა ბესელია.
ინფორმაცია, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სუს-მა მცირე განცხადებით დაადასტურა. ვის შეხვდა მდინარაძე შტატებში და იყო თუ არა ვიზიტის მთავარი თემა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნის საკითხი, “ქართული ოცნება” მალავს. შეხვედრის შემდეგ არ გამოქვეყნებულა არც ერთი ფოტო და ვიდეო მასალა.
შეგახსენებთ, 11 თებერვალს, თბილისში, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავი აღნიშნეს.
