მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა 5 ათას დოლარს გადააჭარბა. კერძოდ, პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 5 041 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 115 დოლარით მატებაზე მიუთითებს.
Gold Price-ის მონაცემებით, ერთი დღის ჭრილში ოქრო 2.3%-ით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 6.7%-ით გაძვირდა. ამასთანავე, წლიურად ძვირფასი ლითონის ფასი 71%-იან ზრდას აჩვენებს.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დღეს 443 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ 13 თებერვალს 1 გრამის ფასი 448 ლარი იყო, რაც დღის ჭრილში ოქროს 5 ლარით გაიაფებაზე მიუთითებს.
