“ავხსნათ რა გააკეთეს ამ ადამიანებმა, თქვეს, რომ ჩვენ ჩავატარებთ ბაზრის კვლევას, ბაზრის კვლევა ჩაატარეს იმ ვადებში,რ აც მსოფლიოში არასდორს არ ჩატარებულა, იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ.
ბაზრის დეფინიციაც არავინ არ იცის რა არის, ბაზრის კვლევაში რა იგულისმება და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ასტროლინგვისტიკა, რომელიც არის უცხოპლანეტელებთან შესაძლო მეტყველების ენის შემუშავების პროგრამა, ეს უნდა ისწავლებოდეს ქუთასის საეთაშორისო უნივერსიტეტში და 20 კაცი უნდა დააფინანსონ მაშინ, როდესაც 0 ადამიანი უნდა დააფინანსონ დედაუნივერსიტეტში პედაგოკიკის მიმართულებაზე და გველაპარაკებიან აქ ტრადიციაზე ტრადიციაზე როცა ვლაპარაკობთ თპედაგოგიკის მიმართულება თსუ-ში არის 1919 წლიდან დღემდე და თქვენ შეწყვიტეთ ეს ტრადიცია დიმიტრი უზნაძის შემუშავებულია. მეორე ტრადიცია, რომელიც ასევე შეწყვიტეს ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება თსუ-ში, როდესაც გიორგი ჩუბინაშვილმა დაარსა თავის დროზე ხელოვნების შემსწავლელი კაბინეტი თსუ-ში და დღემდე არსებობდა ეს მიმართულება და 0 მიღება არის მაშინ როდესაც ასტროარქეოლოგიაზე არის გამოყოფილი 20 ადგილი და სტუ-ში არქიტექტურის რუსულ სექტორზე. […]
თუ ბაზრის კვლევა გეუბნება, რომ ჭარბი კადრი არ უნდა გამოუშვა და უნდა შეამცირო რაოდენობა, იმიტომ რომ ვერ დასაქმდება, მაშინ რატომ უნდა შეამცირო ის მიმართულება, მაგალითად, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა რომ იყო ISET, რომელსაც 99%-იანი დასაქმება აქვს და გაუნახევრეთ ადგილები, ლოგიკა ხომ უნდა იყოს ამ გადაწყვეტილებაში” – მიმართა თავისუფლების მოედნის წევრმა, სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს სამთავრობო TV იმედის ერთერში დებატებისას
