“ხარისხის გაუმჯობესებისათვის ადეკვატური ხერხი არ არის მწირი რესურსების გადანაწილება – ეს არ ხდება და კარგი პროფესორების, კარგი პროგრამების და კარგი ინფრასტრუქტურის ლაბორატორიების, კარგი კვლევითი პოტენციალის აი ესე განიავება არის უბრალოდ მავნებლობა და დანაშაული. საქართველო არის პატარა ქვეყანა, გეოგრაფიული დეკონცენტრაცია აქ არის ხელოვნური იმიტომ, რომ თბილისი ხელოვნურად ჩამოყალიბდა, როგორც ყველაზე დიდი ქალაქი, მსგავსი მაგალითები ბევრ სხვადასხვა ჩვენი ზომის ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, ეს მიდგომა არის მავნებლური და მიუღებელი აბსოლუტურად. კიდევ ერთი ფაქტორი, რესურსების სიმწირეზე რომ არის ლაპარაკი, როცა მე-14 წელია ხელისუფლებაში ხარ, ამას აღარ უნდა ამბობდე, ძალიან უხერხულია. რატომ გვაქვს ასეთი მწირი რესურსები? რატომ არ იდება სათანადო ფინანსები ამაში? უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი და არც ამ ხელოვნური პრინციპების გამოყენებაზე” – მიმართა განათლების ექსპერტმა, ლიკა ღლონტმა ირაკლი კობახიძეს დებატებისას
