Friday, February 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს

February 13, 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ დამატებით განმარტებებს ავრცელებს.

“მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2026 წლის 1 აპრილიდან საქართველოში აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების როგორც პირველადი, ისე დროებითი რეგისტრაცია.

M1 კატეგორია მოიცავს არაუმეტეს 5 ტონა სრული მასის მქონე ავტომობილებს, რომლებიც განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად (მძღოლის ადგილის გარდა არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით) და მათი ბარგის ტრანსპორტირებისთვის.

დადგენილი შეზღუდვა არ შეეხება ელექტრომობილებს და მათი რეგისტრაცია დასაშვებია გამოშვების წლის მიუხედავად. აკრძალვა ასევე არ ვრცელდება ავტომობილების იმპორტზე იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი არ ახორციელებს მათ საქართველოში რეგისტრაციას, აგრეთვე, რეექსპორტზე, ტრანზიტსა და ექსპორტზე.

შეზღუდვა არ შეეხება საქართველოში უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს, ასევე იმ ავტომობილებს, რომლებიც იმპორტირებულია 2026 წლის 1 აპრილამდე. გამონაკლისი ვრცელდება იმ ავტომობილებზეც, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოს მიმართულებით დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე.

საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, კონოსამენტში ან გადამზიდავის მიერ გაცემულ შესაბამის დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს, რომ ავტომობილი გამომგზავნ პორტში ან გემზე მიღებულია ან კონტეინერში ჩატვირთულია 2026 წლის 1 აპრილამდე. საავტომობილო, სარკინიგზო ან თვითსვლით წამოსული ავტომობილების შემთხვევაში გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივლისისა და იმპორტიორი წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე.

ამასთან, ძალაში რჩება მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ევრო 5ბ სტანდარტს და აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებითი გამონაკლისი არ ვრცელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არასრუწლოვანი პოლიციას ძალადობაში ამხელს – რა დევს საქმის მასალებში
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • “ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია”- ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge